როგორც სჩანს მანჩესტერ იუნაიტედი არ არის ერთადერთი დავიდ ვილას მსურველი ნისლიან ალბიონზე. ესპანელისადმი ინტერესი უკვე დაადასტურეს ლონდონის ჩელსიმ და მანიუს მეზობელმა სიტიმ. გავრცელებული ინფორმაციით თავად ვილაც აპირებს მათი წინადადებების განხილვას და მათგან ყველაზე სასურველს აირჩევს, ოღონდ ეს ყველაფერი სეზონის ბოლოს.
WWE SmackDown არის პროფესიონალური სატელევიზიო პროგრამა WWE–სგან. 2010 წლიდან ეს შოუ გადის MyNetworkTV–ზე და ეწოდება WWE Friday Night SmackDown. მეორენაირად მას უწოდებენ Smackdown Brand of WWE. სმექდაუნის დებიუტი შედგა 1999 წლის 26 აგვისტოს მისურის შტატში, კანსაში. თავდაპირველად ისევე როგორც WCW Thunder, Smackdown–იც სამშაბათობით ტარდებოდა, და ისეთ პოპულარობას მიაღწია რომ კომპანია WCW–მ თავის შოუ WCW Thunder–ი გადაიტანა ოთხშაბათ დღეს.