აღწერა:
| შვედმა სპეციალისტმა სვენ გორან ერიქსონმა კოტდიუვარის ნაკრები ჩაიბარა. ეს მუნდიალი მწვრთნელისათვის მესამე იქნება. შეგახსენებთ, რომ 2001-2006 წლებში სვენი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ერიქსონს საკმაოდ რთული მისიის შესრულება მოუწევს, რადგანაც სპილოს ძვლის ქვეყნის წარმომადგენლები ჯგუფში ბრაზილიასთან, პორტუგალიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოხვდნენ.
|